|
2023-09-11 09:15:50, 725 ნახვა
მსოფლიო
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა
მაროკოში მიწისძვრას 2 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 400-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, მიწისძვრამ მაროკოს კულტურული მემკვიდრეობა და ძველი ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, დანგრეულია ისტორიულად მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის მეჩეთიც. მედიის ცნობითვე, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა. ცნობისთვის, მაროკოში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)