02:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 10:21:39, 884 ნახვა

სამართალი
ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში რომლებიც  გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.

"ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები.

მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics