12:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 10:02:36, 1383 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ

თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

"თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ. თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, იმისათვის, რომ სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ, ფრონტის ხაზზე, ამიტომ ჩვენ დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან გვჭირდება. მინდა, ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა, როცა პრეზიდენტი გავხდი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად... ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაბომბვის საფრთხე არ არსებობდეს, რომ ხალხი დაცული იყოს ტერიტორიებზე",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics