|
2023-08-31 12:18:58, 663 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბენ უოლესმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს გადადგომის წერილით უკვე მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, არ შემცირდეს თავდაცვის ხარჯები. „მე ვიცი, თქვენ მეთანხმებით, რომ ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ დღეებს, როდესაც თავდაცვა მთავრობის მიერ განიხილებოდა, როგორც დისკრეციული ხარჯი და ეკონომია მიიღწეოდა დაცარიელებით“,- აღნიშნულია წერილში. თავის მხრივ, რიში სუნაკმა ბენ უოლესს საპასუხო წერილი გაუგზავნა. „თქვენ ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას მთავრობის სამ ყველაზე მოთხოვნად თანამდებობაზე: თავდაცვის მდივანი, უსაფრთხოების მინისტრი და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი. მე სრულად მესმის გადადგომის თქვენი სურვილი მინისტრის მძიმე მოვალეობების რვა წლის შემდეგ“,- წერს სუნაკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)