2023-08-29 18:43:28, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ - G7-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ აქვს
„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებას მრავალი თვე დასჭირდება, ხოლო ზოგიერთი ორმხრივი შეთანხმება მომავალ წლამდე არ დაიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რამდენად დეტალური უნდა იყოს უკრაინის წინაშე აღებული ვალდებულებები.
როგორც მასალაშია აღნიშნული, თუ ვაშინგტონი მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპამ ეს ხარვეზი ფინანსურად ან სამხედრო გზით შეავსოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,