02:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 15:58:37, 683 ნახვა

მსოფლიო
ვატიკანი - რომის პაპი ახალგაზრდებს მოუწოდებდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები განივითარონ

ვატიკანი რომის პაპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას პასუხობს.

საუბარია რომის პაპის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, მათ წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“ და უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, პაპი ფრანცისკეს აღნიშნული მიმართვა, იმპერიალისტური პროპაგანდის ტოლფასია. 

ვატიკანი უკრაინის საგარეო უწყებას განუმარტავს, რომ რომის პაპმა რუს ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები, რაც "არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება".

„რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება“, - განაცხადეს ვატიკანში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics