02:44 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 12:08:46, 806 ნახვა

მსოფლიო
AP - აშშ-ის დაზვერვის ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს

აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელსაც რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაღალია იმის ალბათობა, რომ პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იყო.

მათივე ცნობით, ავიაკატასტროფა ემთხვევა პუტინის "ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც ცდილობს გააჩუმოს მისი კრიტიკოსები".

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics