05:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 10:08:12, 1303 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო სრულად გადაიარაღდა

ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრომიმართულების გაძლიერების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის  რაიონ სოფელ ინგირში, აგრო მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუას თხილის კაკლის გადამამუშავებელ საწარმოში ბაზისბანკის მიერ მანქანა-დანადგარების გადაიარაღება 150,000 ლარის ოდენობით დაუფინანსდა.

საწარმოში თხილის ჩაბარება გურია-სამეგრელოს სოფლებიდან ხორციელდება, სადაც სეზონზე 400 ტონა თხილის კაკალს ამუშავებს.  საწარმოს დღეში 4-5  ტონა თხილის  მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის  გადამუშავების სრულ ციკლს. მზა პროდუქციის რეალიზება ხორცლიედება არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, ასევე იგზავნება უცხოურ ბაზრებზე. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.“ - აღნიშნა მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუამ.

"საერთაშორისო ბაზრებზე თხილის გული ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, ქართული თხილი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მასზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებას. ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს აგრო მეწარმეს“ - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბაზისბანკის აგრო სესხების მრავალფეროვანი პროდუქტებით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics