|
2023-08-22 19:52:07, 1359 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - გამარჯვება ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს
გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ ექნება მტკივნეული დანაკარგები და იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსეთის დამარცხება შეძლოს, საჭიროა გაცნობიერება იმისა, თუ რა არის მთავარი გამარჯვებისთვის. "გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს. ეს ძალიან რთული ამოცანაა და მსოფლიოში ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლებელია. ჩვენ გვყავს ძლიერი ვერაგი მტერი და ომი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს ნამდვილი მარათონია. ჩვენ კიდევ გვექნება მტკივნეული დანაკარგები და იმისთვის, რომ რუსები დავამარცხოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მთავარი გამარჯვებისთვის", - განაცხადა რეზნიკოვმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)