|
2023-08-21 21:27:11, 882 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა
ბელარუსში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ბელარუსიდან გამგზავრება შეიზღუდება. „18 აგვისტოს, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან საზღვარზე ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა. ოთხი სასაზღვრო პუნქტი ამჟამად ღიაა. პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვრის შემდგომი ჩაკეტვა შესაძლებელია. ბელარუსში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ [ქვეყნის ტერიტორია]. განიხილეთ გამგზავრება ლიეტუვასა და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო პუნქტების გავლით ან თვითმფრინავით“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს ჩაკეტა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაიკეტოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)