|
2023-08-21 21:04:41, 858 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე იგეგმება : ერთობლივი შეხვედრა ბალკანეთის ლიდერებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია, თავდაცვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საუბარი ორმხრივ საკითხებზე. ამასთან ერთად, იგეგმება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. "შემდეგი არის ვიზიტი საბერძნეთში. უკვე ჩამოვედით. შეხვედრა პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულოსთან, არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ მიცოტაკისა და საბერნეთის დელეგაციასთან. დღის წესრიგშია ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად, რათა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. უკრაინა-ბალკანეთის სამიტი: ერთობლივი შეხვედრა ბალკანეთის ლიდერებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია, თავდაცვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება. ასევე, საუბარი ორმხრივ საკითხებზე. იგეგმება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობას", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)