|
2023-08-19 10:28:22, 709 ნახვა
მსოფლიო
Bild - რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ
რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვიდეს, კატარი კი სპონსორის. ამასთან მარცვლეულის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება. "შემოთავაზებულია რუსული მარცვლეულის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში, ძირითადად აფრიკაში. ორგანიზატორი იქნება თურქეთი, სპონსორი კი კატარი",- აღნიშნულია მიმოწერაში. Bild-ის ცნობითვე, ახალი „მარცვლეულის შეთანხმება“ შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში გაფორმდეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)