|
2023-08-18 18:32:53, 685 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის ყოფილ კანცლერს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს
ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პარასკევს ეკონომიკისა და კორუფციის საკითხებში პროკურორმა განაცხადა. პროკურორის განცხადებით, კურცმა ცრუ ჩვენება მისცა პარლამენტის კომიტეტს, რომელიც მისი კანცლერობის პერიოდში კორუფციისა და ქრთამის ბრალდებებს იძიებდა. გამოძიებით მტკიცდება, რომ ყოფილმა კანცლერმა ცრუ ჩვენება მაშინ მისცა, როდესაც მას ავსტრიის კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელის დანიშვნაზე ჰკითხეს. სებასტიან კურცი ბრალს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრალდებების სიცრუე სასამართლოში დამტკიცდება. "ბრალდებები ცრუა და მოუთმენლად ველით, როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება", - წერს კურცი სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც წარსულში Twitter-ის სახელით იყო ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)