|
2023-08-15 15:40:50, 934 ნახვა
მსოფლიო
მაჰაჩყალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში 63 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 16 ბავშვია. დაშავებულთაგან 11 პირის, მათ შორის 2 მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, თითოეული დაღუპულის ოჯახი სახელმწიფოსგან მილიონ რუბლს მიიღებს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შეგახსენებთ, მაჰაჩყალაში ბეზნინგასამართი სადგური გუშინ, 14 აგვისტოს სააღამოს საათებში აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებას წინ უძღოდა ავტოსერვისში ცეცხლის გაჩენა, საიდანაც ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)