|
2023-08-11 17:20:53, 1080 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს, ხორხე ვარგასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ICAO-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით. საუბარი შეეხო, ასევე საქართველოს საავიაციო სფეროს განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებს. ,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ფრენების უსაფრთხოების, ისე საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენს გრძელვადიან გეგმებში შედის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ UAG აკადემია, რომელიც ICAO-ს და IATA-ს საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრების პირველი ქართული ანალოგი გახდება. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ ცნობადობა და დაინტერესება ავიაციის სფეროთი, გადავამზადოთ არსებული კადრები და მოვიზიდოთ ახალგაზრდა, კვალიფიციური ავიატორები. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება სამომავლოდ UAG აკადემია, რომლის ტრენინგ კურსებზეც საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები და სერტიფიკატები გაიცემა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. შეხვედრას აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს ტექნიკური ოფიცერი ემნეთ გებრუ და საველე სამუშაოების აღმასრულებელი ოფიცერი დენის კუბატი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი ვაკო ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი სალომე ხუნდაძე დაესწრნენ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)