15:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 10:36:41, 1458 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, დაბრუნდება ეკონომიკური შესძლებლობები, რომელიც  2014 წლიდან აღარ არსებობს.

"აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ, იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ადამიანების პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, რომელიც არ არსებობს 2014 წლიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ზუსტად როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics