|
2023-07-31 14:04:23, 1582 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?
ლარის კურსთან დაკავშირებით, "თიბისი კაპიტალის" ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია. სავალუტო შემოდინებები ძლიერია. თუმცა, ლარის გამყარებული საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და დაბალი ინფლაცია, ლარის მხარდამჭერი არაა. ამდენად, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული და ალბათობა დიდია, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში. მაშინ, როდესაც ლარის მერყეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტია, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მიმდინარე კვირას, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია. ლარის კურსს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი კვლავ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტი ლარია, თუმცა დაახლოებით მომდევნო 12 თვის, ვიდრე მიმდინარე პერსპექტივაში. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)