|
2023-07-31 09:58:41, 1250 ნახვა
სამართალი
ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ბათუმის პორტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აქცია ბათუმის პორტში საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს შესვლის გასაპროტესტებლად დაიგეგმა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსი ტურისტების გამოსაყვანად მისული ავტობუსი პორტთან არ მიუშვეს. მანამდე, საპროტესტო აქცია ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. როგორც ტურისტული მოგზაურობის აღწერაშია მითითებული, ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბორტზე არიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)