|
2023-07-21 13:31:11, 1365 ნახვა
სამართალი
„ბორკილები დამადეს და მცემეს“ - 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
21 წლის ლაშა ჟღენტი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჟღენტი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ორ ადამიანთან ერთად თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე დაიბარეს, ამბობს, რომ აღნიშნულის შემდეგ პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "ვისაუბრებ სიმართლეს, რაც გამიკეთეს მანქანაში და მანამდე, რის გამოც ტყუილად წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მცემეს. მანქანაში როდესაც ჩამსვეს, ბორკილები დამადეს, რომ არ გავმოძრავებულიყავი, ორ კაცს ვეჭირე და ერთი მირტყამდა. თავიდან ვინც შემოწმებაზე მოვიდა ჩვენთან, მაგ ორმა შეურაცხყოფა მომაყენა თავიდანვე და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა - მეორე საჭესთან იჯდა, ერთმა მცემა",- ამბობს 21 წლის ახალგაზრდა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. ჟღენტის დედის, სოფი გამცემლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, "გაჩერების" მოთხოვნით, მასთან სატელეფონო ზარი განხორციელდა. "რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ. ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ. ჩვენ არ გავჩერდებით - ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით",- აცხადებს გამცემლიძე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)