|
2023-07-13 13:23:55, 1042 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება
ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ექსპორტის ზრდა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, 2023 წლის განმავლობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია შევაფასოთ 6 თვის მონაცემები და უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება - მისი ზრდა დაახლოებით 19 პროცენტს შეადგენს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 19.2 პროცენტით გაიზარდა და 3,050.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ ექსპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ასევე აღსანიშნია 2023 წლის ივნისში ექსპორტის 22.0 პროცენტით გაზრდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 2022 წლის ივნისშიც ექსპორტის მაღალი - 28%-იანი ზრდა გვქონდა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, რომელიც 20 პროცენტით არის გაზრდილი და დაახლოებით 10.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. „საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექსპორტის წახალისება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების განვითარება წარმოადგენს - ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც ასევე დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებით",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)