|
2023-06-29 11:24:11, 1078 ნახვა
სამართალი
გორის გარდა, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს - ფონიჭალაში დაკავებულია რამდენიმე პირი
გორის მუნიციპალტეტის გარდა, სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ფონიჭალაში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. "ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე - გორში, ქუთაისსა და დედაქალაქში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებს. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე - ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძვეელზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, ვინ არის დაკავებული, მოგახსენებთ მოგვიანებით",- განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. ცნობისთვის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვალერი თელიას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, აღმოჩენილია გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)