|
2023-06-26 23:59:30, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს
ბოლო მოვლენების ფონზე სამოქალაქო სოლიდარობამ ცხადყო, რომ ნებისმიერი შანტაჟი, შიდა არეულობის შექმნის მცდელობა განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს. „რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს. ამ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოქალაქეთა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ. ამ მხარდაჭერით ერთად გადავლახეთ ჩვენი სამშობლოსთვის ურთულესი განსაცდელი. მადლობა ამისთვის. მადლობა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)