00:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 09:06:10, 1299 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - „კალიბრის“ რაკეტების კომპონენტები რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა - მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ მარშრუტები დაბლოკოს

"კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან - ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაძლიერების საშუალებაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ოკუპანტმა ქვეყანამ ბოლო დარტყმა "კალიბრის" ტიპის რაკეტებით, გასულ დღეებში ოდესაზე განახორციელა.

ზელენსკის თქმით, მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ რუსული რაკეტის მწარმოებლებისთვის მარშრუტები დაბლოკოს.

"რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე "კალიბრის" რაკეტებით. ამ "კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics