|
2023-06-11 16:40:21, 1436 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მოსკოვის რეჟიმთან მოლაპარაკებები შეუძლებელია
ნებისმიერი მოლაპარაკებების პროცესი მოსკოვის ამჟამინდელ რეჟიმთან შეუძლებელია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. პოდოლიაკის თქმით, "ეს მთელი ევროპისთვის საბედისწერო იქნება". "ეს არის უაზრო, საშიში და საბედისწერო - უკრაინისთვის, ევროპისთვის, საერთაშორისო სამართლისთვის. ამისთვის არ არსებობს არანაირი "რუსული-მყიფე", ინდონეზიური, ბრაზილიური თუ აფრიკული "საფუძვლები". აგრესორი, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა საკუთარი არმია და ქვეყნის რეპუტაცია, უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)