08:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 23:17:18, 1002 ნახვა

სამართალი
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტებზე წარუდგინა.

2023 წლის 29 მაისს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და  126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics