|
2023-05-24 09:00:00, 1317 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში
მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში,- აღნიშნულის შესახებ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, უკრაინელები „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები" არიან. „შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში. სპეცოპერაციის დასაწყისში უკრაინას თუ ჰყავდა 500 ტანკი, ახლა მათ 5 000 ჰყავთ. ომი თუ იცოდა და შეეძლო 20 000 ადამიანს, ახლა ომის წარმოება 400 000-მა ადამიანმა იცის. და, ეს არის დემილიტარიზაცია? გამოდის, პირიქით, ჩვენ უკრაინის მილიტარიზაცია მოვახდინეთ. ვფიქრობ, უკრაინას დღეს უძლიერესი არმია ჰყავს. მათ ორგანიზაციის მაღალი უნარი აქვთ, მომზადების მაღალი უნარით გამოირჩევიან, დაზვერვა მაღალ დონზეა. მათ აქვთ სხვადასხვა შეიარაღება და მეტიც, ისინი მუშაობენ ნებისმიერ არსებულ სისტემაზე, იქნება ეს საბჭოთა თუ ნატო-ს სისტემა და ეს წარმატებით გამოსდით“,- განაცხადა პროგოჟინმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)