|
2023-05-23 17:02:36, 1374 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს
დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს "სრულმასშტაბიანი ომის მეთხუთმეტე თვეში, ოფიციალურმა კრემლმა (პესკოვის მიერ) საბოლოოდ ჩამოაყალიბა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი: აღეკვეთა ბელგოროდის რეგიონის დაცემა. ძალიან უგუნური და შორსმჭვრეტელი. მათ უნდა იფიქრონ ერთი ნაბიჯით წინ და დაიწყონ "რუსული გამარჯვების" ახალი საინფორმაციო კამპანია. სერიოზულად კი, დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს საბოლოოდ", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)