08:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:15:24, 978 ნახვა

სამართალი
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები და საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს.

„ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ 21376.45 ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნული ორივე კანონდარღვევის ფაქტის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics