|
2023-05-16 10:21:48, 1929 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - 31 Abrams-ის ტანკი უკვე გერმანიაშია, უკრაინელების წვრთნები მალე დაიწყება
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინული ძალების სწავლების პროგრამის დაწყებამდე, გერმანიაში 31 M1 Abrams-ის ტიპის ტანკი ჩავიდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება. "შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში",- განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ტანკები, რომლებიც ახლა გერმანიაში იგზავნება, განკუთვნილია უკრაინელი ეკიპაჟის მოსამზადებლად, ხოლო ტანკებს, რომლებსაც უკრაინაში გაგზავნიან, აახლებენ და გადაზიდვისთვის ამზადებენ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)