|
2023-05-08 18:54:30, 1480 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - დღეს რუსული ნაციზმის რეინკარნაციის მცდელობას ვხედავთ
[რუსეთისთვის] 8 მაისი არის ომის, ცეკვის, მასობრივი მკვლელობის ხსენებისა და სიძულვილის კულტის დღე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას, როგორც არავის, ისე ესმის იმ დანაკარგის ფასი, რაც ცივილიზებულმა სამყარომ ნაციზმზე გამარჯვებისთვის გასწია, დღესდღეობით კი რუსული ნაციზმის რეინკარნაციის მორიგი მცდლეობა მიმდინარეობს. "8 მაისი. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ბრძოლაში დაღუპული გმირების გლოვის დღე. და გამარჯვების დღე, რომელიც გვეუბნება: რაც არ უნდა რთული იყოს, სიბნელე ყოველთვის მარცხდება. რა განსხვავებაა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის? ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები. ჩვენ გვახსოვს საშინელი ფასი, რომელიც გადაიხადეს ნაციზმზე გამარჯვებისთვის. ჩვენ, როგორც არავის, ეს გვესმის, რადგან დღეს ვხედავთ ნაციზმის [ამჯერად რუსული] რეინკარნაციის მორიგ მცდელობას. სამყაროს უდანაშაულოების სისხლში დახრჩობის მცდელობა... ისინი [რუსები] ძვლებზე ცეკვავენ, ზეიმობენ და ყვირიან: "ბერლინო, ჩვენ კიდევ შეგვიძლია!" მათთვის ეს არის ომის დღე. ცეკვის დღე. მასობრივი მკვლელობის ხსენების დღე. და სიძულვილის კულტის ნაწილი", - წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)