|
2023-05-08 18:32:14, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მტერმა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია
მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს, ამ ყველაფერს კი მტერი აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინული ძალების აქტიურ საომარ მოქმედების ზონებში გადაყვანა თავიდან აიცილონ. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია. დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს. ბრიანსკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში რუსებს ორი ოპერატიული ჯგუფი ჰყავთ გამაგრებული. ოკუპანტები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების გადაყვანა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)