|
2023-05-08 14:45:58, 1377 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - რუსეთმა ღამით კიევზე ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გასულ ღამეს განახორციელა,- აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. კლიჩკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. "ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ",- განაცხადაკლიჩკომ. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არც ერთი მცხოვრები არ დაღუპულა. მისი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი, სკოლა და მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში. „ამ სახლში მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. 5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- დასძინა კლიჩკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)