|
2023-05-08 09:38:19, 1359 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - დაგვპირდნენ, რომ „ვაგნერი“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას და იარაღს მიიღებს
დაგვპირდნენ, რომ „ვაგნერი“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას და იარაღს მიიღებს,- ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისი თქმით, საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს. „გვპირდებიან, რომ მოგვცემენ იმდენ საბრძოლო მასალას და იარაღს, რამდენიც გვჭირდება საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ არტემივსკში (ბახმუტი) როგორც საჭიროდ მივიჩნევთ",- განაცხადა პრიგოჟინმა. პრიგოჟინის თქმით, ახლა არტემოვსკის ტერიტორიის 95%-ი რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა, დანარჩენი 5%-ი კი არანაირ როლს არ თამაშობს. ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)