|
2023-05-08 09:15:48, 1426 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 35-ვე Shahed-ის დრონი ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 35-ვე Shahed-ის დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებიდან - სეშჩას აეროდრომიდან (რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქი) განხორციელდა. "ღამით მტერი კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს. ტერორის ტაქტიკის გაგრძელებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ 16 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე, ხერსონზე, ნიკოლაევსა და ოდესზე. გარდა ამისა, ჩვენს წინააღმდეგ დაფიქსირდა 61 საჰაერო დარტყმა და 52 დაბომბვა სარაკეტო სისტემებიდან. სამწუხაროდ, არის დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ახალი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას და საზღვაო მიმართულებებზე",- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)