08:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 16:50:51, 1666 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის ყველა ეროვნული გვარდიის თანამშრომელია - 35 რიგითი და სერჟანტი, ხოლო 10 ოფიცერი.

"ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ", - წერს ერმაკი.

მისივე თქმით, მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და "აზოვსტალ" იცავდნენ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 323 უკრაინელი გათავისუფლდა









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics