|
2023-05-03 13:57:01, 1367 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა
„ლიბერთი“, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა. „ლიბერთი" აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ. საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“, - აცხადებს შოთა დეკანოსიძე "ლიბერთის" გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი. FCI-ის შესახებ: FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია. "ლიბერთის" შესახებ: "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)