11:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 09:26:53, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს

რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია, ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება.

"დღეს მე ველაპარაკე IAEA-ს დირექტორ გროსის. ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი არის ზუსტად ის დღე, რათა შევახსენოთ ყველას მსოფლიოში, რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება და მით უმეტეს, როცა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია, ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება.

მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ZNPP-ზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია. მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება",- განანცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური რუსული ძალების მიერ გასული წლის მარტიდანაა ოკუპირებული და ახლა მას რუსული ატომური სააგენტო ROSATOM-ი მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics