|
2023-04-24 19:12:15, 1406 ნახვა
ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს
დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ გამარჯვებას რადიკალური ნაბიჯები სჭირდება, რისთვისაც საბრძოლო მასალები, შეიარაღება და წვრთნებია საჭირო. "რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი და მუქარებისა და შანტაჟის სრული სპექტრი. უკვე მეორე წელია, ომი მიმდინარეობს და ისინი ჩვენთვის რაც შეიძლება მეტი ტანჯვის მოტანას ცდილობენ, რათა წინააღმდეგობის სურვილი ჩაგვიკლან, დაგვაშინონ და დავნებდეთ. სხვანაირად როგორ ახსნით მშვიდობიანი მოსახლეობის, საავადმყოფოების, სკოლების, ეკლესიების, ჰუმანიტარული დერეფნებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვებს? როგორ ახსნით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალებისა და ბავშვების ცალსახად დაბომბვებს? რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ხერხემლის გადატეხვა. დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს. ყველას, ვინც დამნაშავეა, დაწყებული რიგითი სამხედროდან მაღალჩინოსნებამდე, საერთაშორისო ტრიბუნალი საფუძველს დაუდებს რუსი მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ ომის დაწყების გამო. პროუკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ გამარჯვებას ძალიან რადიკალური ნაბიჯები სჭირდება. ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალები, შეიარაღება და წვრთნები. ჩვენ ახლა გვჭირდება თანამედროვე ავიაცია, ველით გადაწყვეტილებას მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე. ასევე ველით სხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსაც", - განაცხადა სტეფანჩუკმა.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)