17:18 - 23 May, 2026
|
2023-04-09 15:04:59, 1411 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. "9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. მადლობა თავისუფლებისთვის! ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)