|
2023-04-04 16:02:27, 1438 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პროპაგანდისტ ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის უკან რუსეთი დგას
სამხედრო კორესპონდენტის და პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ტატარსკის სიკვდილი სჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის „მოხალისეების“ დაკომპლექტების დასაჩქარებლად. მან დასძინა, რომ პროპაგანდისტის ლიკვიდაციით სწორედ რუსეთის ფედერაცია სარგებლობს. "რუსეთის ფედერაციას სჭირდება თავისი მოსახლეობის შოკური მობილიზაცია "სამშობლო საფრთხეშია" ეგიდით, რათა "მოხალისეები" გადაიბირონ. რუსეთს სჭირდება აგრესიული ომის გამართლება, რათა უკრაინას დახმარება შეუწყდეს. გამოიტანეთ სწორი დასკვნები რუსეთში ნებისმიერი "ტერორისტული აქტის" შესახებ", - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)