|
2023-04-03 23:27:40, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინას დახმარების ახალი, 274 მილიონიანი პაკეტი გამოუყო
ნიდერლანდების მთავრობამ 2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, რომლის ღირებულება 274 მილიონი ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოყოფილი თანხიდან, 180 მილიონი ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის, ხოლო დანარჩენი 94 მილიონი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არალეტალური მხარდაჭერისთვის, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. კერძოდ, პაკეტის „ჰუმანიტარული ნაწილიდან“ 10 მილიონი ევრო გამოიყოფა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის, ზუსტად ამდენივე კი სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვაზე. დახმარების პაკეტიდან 75 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება უკრაინასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ხოლო 14 მილიონი ევრო - რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებებით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)