|
2023-04-03 09:17:05, 1491 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთობას, ვიზრუნოთ დამცველებზე და სახელმწიფოს დავეხმაროთ
ახლა მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთობას, ვიზრუნოთ ჩვენს დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთსა და სახელმწიფოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიიულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ავდეევკაში, მარინკასა და ბახმუტში იბრძვიან. „დღეს რუსმა ტერორისტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში საცხოვრებელი ადგილები კვლავ დაბომბეს. რუსული დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - 3 ქალი, 3 მამაკაცი, დონბასის ჩვეულებრივი ქალაქის უბრალო ხალხი. დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. რუსეთმა კონსტანტინოვკას წინააღმდეგ გამოიყენა „ეს-300“-ის ტიპის რაკეტები და „ურაგანის“ სარაკეტო სისტემა... არსებობს მხოლოდ ერთი გზა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღსადგენად ჩვენს ყველა ქალაქსა და დასახლებაში - სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვის რეგიონიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)