|
2023-04-03 08:56:11, 1451 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან
დონეცკის რეგიონის ქალაქები - ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა განახორციელა, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 42-ჯერ გახსნეს. „ჩვენი ჯარისკაცების გმირობისა და პროფესიონალიზმის, ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების, მანევრის ეფექტური გამოყენების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 50-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს შტურმს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დამცველები გაბედულად იკავებენ ქალაქს, იგერიებენ მტრის მრავალ შეტევას. დღის განმავლობაში, დამპყრობლებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონეცკის ოლქში, ივანოვსკოეში", - აცხადებენ გენშტაბში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)