|
2023-03-29 12:50:03, 1208 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტს, დოქტორ ფრანც შაუსბერგერს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტს, დოქტორ ფრანც შაუსბერგერს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. "დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ IRE მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ შეძლოს ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს. აჭარა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული რეგიონებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება. IRE ყოველწლიურად მართავს გენერალურ ასამბლეას, ზალცბურგის ევროპის სამიტს, ევროპის რეგიონებისა და ქალაქების კონფერენციებს, სადაც განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ევროპის რეგიონების, ქალაქების განვითარების სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები", - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)