20:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 09:23:12, 1525 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვა, შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკაა

ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული სტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

როგორც ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, გარდა საჰაერო თავდაცვისა, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას შორი მოქმედების დისტანციური იარაღი და ჯავშანტექნიკაც სჭირდება.

„ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე, მათ ასევე სჭირდებათ შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკა.  ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ასეთი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი პაკეტით, ასევე ვატრენინგებთ მათ და იარაღის მიწოდების გარანტიას ვაძლევთ“ ,-  განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის თქმით, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ - უკრაინას აქვს ის, რაც სჭირდება - პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics