|
2023-03-27 13:58:58, 1517 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 მოქალაქე კი, დაიჭრა. კირილენკოს თქმით, ოკუპანტებმა იერიში ოლქის რამდენიმე ლოკაციაზე მიიტანეს. "დონეცკის მიმართულებით რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს წინა დილით - სასტუმრო და სასამართლოს შენობა დაზიანდა. დღის განმავლობაში კურახოვოს გარეუბნები 6-ჯერ დაბომბეს, ოჩერეტინსკის თემში დიდი ხმაური იყო - მსხვერპლის გარეშე. დაიბომბა ჩასოვიარისა და სოლედარის თემის სოფლები - მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ლისიჩანსკის მიმართულებით 3 სახლი დაინგრა და ზვანოვკაში 6 დაზიანდა, 4 სახლი დაზიანდა პერეეზდნოში, ასევე დაზიანდა კერძო სახლები სევერსკში",- დაწერა კირილენკომ Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)