|
2023-03-26 14:44:50, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევი: კრემლმა ბელორუსი ბირთვული მძევლად აიყვანა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ არის ნაბიჯი ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ, - ამის შესახებ, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა. ალექსეი დანილოვის თქმით, ეს ნაბიჯი მაქსიმალურად ზრდის რუსეთისა და პუტინის ნეგატიური აღქმისა და საზოგადოების უარყოფის დონეს ბელორუსის საზოგადოებაში. „კრემლმა ბელორუსია ბირთვული მძევლად აიღო“, - წერს დანილოვი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი თვლის, რომ ბელორუსიაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მისი განცხადებით, რუსეთის ლიდერი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში, რადგან ამ როგორ არღვევს ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. "პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე განცხადების გაკეთებისას ის აღიარებს, რომ ეშინია, წააგებს და მხოლოდ ტაქტიკით უნდა შეაშინოს", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შაბათს პუტინმა თქვა, რომ იგი შეთანხმდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული რაკეტების განთავსებაზე, რაც ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და ბელორუსის კონსტიტუციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)