|
2023-03-22 23:05:38, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც ჰააგის მხარეა, უნდა დააპატიმროს პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ეწვევა
ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც მოსახლეობის და მით უმეტეს ბავშვების უკანონო დეპორტაციით გამოიხატება. „მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა და აქვს ვალდებულებები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კი, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)