|
2023-03-22 19:20:48, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია, როცა ის უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელია
ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ყველა ძალისხმევა გამოიყენეს, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ დიალოგმაც აზრი დაკარგა. "ალიანსის წევრი ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთთან არსებით დიალოგზე, მაგრამ რუსეთი ამ მიზანს დაშორდა. ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა რუსეთის უკრიანაში შეჭრა, მაგრამ შეჭრის შემდეგ, დიალოგმა აზრი დაკარგა. ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე. უკრაინაში ომი ხვალ რომ დასრულდეს, ევროპაში უსაფრთხოების ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც არ შეიცვლება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)