|
2023-03-22 16:22:04, 1345 ნახვა
ომი უკრაინაში
ფუმიო კიშიდა - მოვუწოდებ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და უკრაინაში აგრესია შეწყვიტოს
იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს ძირს უთხრის, აქედან გამომდინარე პუტინმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. "იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. საკუთარი თვალით ვნახე რუსული აგრესიის საშინელი შედეგები კიევსა და ბუჩაში. გასულ თვეებში, დიდი შვიდეულის სამიტის დროს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, რომელსაც მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)